menu

სიახლეები(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/news)

სააგენტოს შესახებ

arrow_drop_down

apartment ჩვენ შესახებ(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/about-agency) account_tree სტრუქტურა(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/department) history ისტორია(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/history-and-head-of-agency) assignment ანგარიში(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/report) tactic სტრატეგია(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/strategy) group_add ვაკანსია(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/vacancy) book_2 პუბლიკაცია(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/single-page/publication) assignment პერსონალური მონაცემების დამუშავება(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/single-page/processing-of-personal-data)

საჭირო ინფორმაცია

arrow_drop_down

quiz ხშირად დასმული კითხვები(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/frequently-asked-questions) account_balance_wallet საფასური და ვადები(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/fees-and-terms) assignment დოკუმენტების ნიმუშები(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/sample-documents) cards საკონსულტაციო ბარათები(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/consultation-cards) activity_zone რეგისტრაცია სავალდებულო საქმიანობები(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/single-page/activities-requiring-registration) assignment ეროვნული კლასიფიკატორი(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/single-page/national-classifier) assignment კადასტრი(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/single-page/cadastre) summarize გეოინფორმაციული დოკუმენტაცია(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/single-page/geoinformational-documentation) location_city მომსახურების ცენტრები(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/service-centers) verified სერტიფიცირებული ამზომველები(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/single-page/verified-surveyors) person_check ავტორიზებული მომხმარებლები(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/authorized-customers) cards სააგენტოს სერვისების კატალოგი(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/agency-services-catalog)

საჯარო ინფორმაცია

arrow_drop_down

account_balance სახელმწიფოს შესყიდვები და ქონების პრივატიზება(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/public-procurement) group საკადრო უზრუნველყოფა(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/human-resource-management) data_info_alert ინფორმაციის ხელმისაწვდომობა(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/information-accessibility) payments ფინანსები და ხარჯთაღრიცხვა(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/finances-budgeting) policy სამართლებრივი აქტები(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/legal-acts)

სტატისტიკა(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/statistic)

კონტაქტი(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/contact)

search

English

სიახლეები(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/news)

სააგენტოს შესახებ arrow_drop_down

ჩვენ შესახებ(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/about-agency)

სტრუქტურა(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/department)

ისტორია(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/history-and-head-of-agency)

ანგარიში(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/report)

სტრატეგია(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/strategy)

ვაკანსია(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/vacancy)

პუბლიკაცია(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/single-page/publication)

პერსონალური მონაცემების დამუშავება(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/single-page/processing-of-personal-data)

საჭირო ინფორმაცია arrow_drop_down

ხშირად დასმული კითხვები(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/frequently-asked-questions)

საფასური და ვადები(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/fees-and-terms)

დოკუმენტების ნიმუშები(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/sample-documents)

საკონსულტაციო ბარათები(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/consultation-cards)

რეგისტრაცია სავალდებულო საქმიანობები(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/single-page/activities-requiring-registration)

ეროვნული კლასიფიკატორი(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/single-page/national-classifier)

კადასტრი(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/single-page/cadastre)

გეოინფორმაციული დოკუმენტაცია(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/single-page/geoinformational-documentation)

მომსახურების ცენტრები(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/service-centers)

სერტიფიცირებული ამზომველები(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/single-page/verified-surveyors)

ავტორიზებული მომხმარებლები(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/authorized-customers)

სააგენტოს სერვისების კატალოგი(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/agency-services-catalog)

საჯარო ინფორმაცია arrow_drop_down

სახელმწიფოს შესყიდვები და ქონების პრივატიზება(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/public-procurement)

საკადრო უზრუნველყოფა(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/human-resource-management)

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/information-accessibility)

ფინანსები და ხარჯთაღრიცხვა(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/finances-budgeting)

სამართლებრივი აქტები(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/page/legal-acts)

სტატისტიკა(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/statistic)

კონტაქტი(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/contact)

search close_small delete

სიახლე სმართ კონტრაქტი

ნახეთ აქ(https://napr.gov.ge/ka/single-page/ka/smart-contract)

ხელმისაწვდომობის ასისტენტი

ფონტის ზომა

კურსორის ზომა

შავ-თეთრი

შებრუნებული ფერები

სურათების დამალვა

ანიმაციების შეჩერება

ხმოვანი ასისტენტი

პარამეტრების გადატვირთვა

პერსონალური მონაცემების დამუშავება

სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ( შემდგომ - სააგენტო ).

მისამართი : საქართველო , თბილისი 0114, ვახტანგ გორგასლის ქ . №22

ცხელი ხაზი : 2 405 405

ელექტრონული ფოსტა : info@napr.gov.ge

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ნიკიტა დანკო, ელექტრონული ფოსტა: ndanko@napr.gov.ge

დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი

სსიპ - იუსტიციის სახლი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204580202; ცხელი ხაზი: 2 405 405; ელ.ფოსტა: info@psh.gov.ge), სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204598337; ელ.ფოსტა: info@dga.gov.ge), სააგენტოს ავტორიზებული პირები - სააგენტოს მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე საჯარო რეესტრის წარმოებაზე ან/და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე უფლებამოსილი ფიზიკური და იურიდიული პირები (იხ . https://www.napr.gov.ge/ka/page/authorized-customers).

სააგენტოსთვის ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევის ფარგლებში - შპს „საქართველოს ფოსტა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 203836233); ტელეფონი: +995 (32) 224 09 09.

„ გონიერი კონტრაქტის“ სერვისის ფარგლებში ასევე Identomat Inc. ( Reg. Number: SR 20204194256); ელექტრონული ფოსტა: info@ identomat. com; zk@ identomat. com; ტელეფონი: + 13048044050; + 14352137667.

პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი

წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის , მონაცემთა სუბიექტია:

ა) განმცხადებელი ან დაინტერესებული პირი;

ბ) განმცხადებლის/დაინტერესებულ პირის წარმომადგენელი, მათ შორის მშობელი, სხვა კანონიერი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი ;

გ) ფიზიკური პირი, რომლის სახელითაც წარმოდგენილია განცხადება (მათ შორის, არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი );

დ) სააგენტოში რეგისტრირებულ, წარმოდგენილ ან დაცულ მონაცემებში/დოკუმენტაციაში მითითებული ფიზიკური პირები.

პერსონალური მონაცემები , რომელიც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის / დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ დამუშავდება

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი ამუშავებენ შემდეგ პერსონალურ მონაცემებს და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს :

ა ) მონაცემთა სუბიექტის : სახელი , გვარი , მამის სახელი , პირადი ნომერი , დაბადების თარიღი , დაბადების ადგილი , ხელმოწერა , მოქალაქეობა , სქესი , გარდაცვალების თარიღი , რეგისტრაციის მისამართი , რეგისტრაციის თარიღი , რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი , ხელმოწერა , რეგიონი , პირზე გაცემული ყველა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი , გაცემის თარიღი , გამცემი ორგანო , მოქმედების ვადა , ფოტოსურათი , დოკუმენტის ტიპი , დოკუმენტის სტატუსი ( შეჩერებული / გაუქმებული დოკუმენტის შემთხვევაში , მიზეზის მითითებით ), დოკუმენტის გაუქმების თარიღი , ტელეფონის ნომერი , ელექტრონული ფოსტა ;

ბ ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები - თუ განცხადება წარმოდგენილია მხარდაჭერის მიმღების / შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ ან მისი სახელით ;

გ) აუდიოჩანაწერი ან/და ვიდეოჩანაწერი - „სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ აუდიომონიტორინგისა და ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესის“ შესაბამისად აუდიომონიტორინგისა და ვიდეომონიტორინგის განხორციელებისას, მათ შორის, (1) უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მიერ გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმების პროცესის აუდიოვიდეოჩანაწერზე ასახვის მიზნით, (2) ხელმოწერის დამოწმებაზე უფლებამოსილი სააგენტოს თანამშრომლის თანდასწრებით, კომუნიკაციის დისტანციური ელექტრონული საშუალების გამოყენებით დადებულ გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმების პროცესის მიმდინარეობის აუდიოვიდეოჩანაწერზე ასახვის მიზნით, (3) სააგენტოში წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ზეპირი მოსმენის ან ადგილზე დათვალიერების ჩატარებისას საოქმო ჩანაწერის წარმოების მიზნით; (4) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პირებისათვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფისთვის სააგენტოს თანამშრომელსა და ფიზიკურ პირს შორის სატელეფონო კომუნიკაციის მონიტორინგის მიზნით.

გ1) სახის გამოსახულება (ბიომეტრიული მონაცემი) - სახის გამოსახულება მუშავდება ხელმოწერის დამოწმებაზე უფლებამოსილი სააგენტოს თანამშრომლის თანდასწრებით, კომუნიკაციის დისტანციური ელექტრონული საშუალების გამოყენებით დადებულ გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, პირთა ვინაობის დისტანციური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ელექტრონულ პლატფორმის მეშვეობით ვერიფიკაციის მიზნით;

დ ) პოლიტიკურ შეხედულებებსა ან / და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ( პარტიის ) წევრობასთან დაკავშირებული მონაცემები - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ( პარტიების ) რეესტრის წარმოების შემთხვევაში ;

ე ) რელიგიურ მრწამსთან ან / და რელიგიურ გაერთიანებასთან დაკავშირებული მონაცემები - მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრში განცხადების წარმოდგენის , რეგისტრაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემთხვევებში ;

ვ ) პროფესიული კავშირის წევრობასთან დაკავშირებული მონაცემები - მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრში განცხადების წარმოდგენის , რეგისტრაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემთხვევებში ;

ზ ) ნასამართლობასთან ან / და ბრალდებასთან / მსჯავრდებასთან დაკავშირებული მონაცემები - სააგენტოს მიერ წარმოებულ სხვადასხვა რეესტრებში უფლების / ვალდებულების / სუბიექტის / საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვის ან/და აკრძალვის რეგისტრაციის /აღრიცხვის შემთხვევაში , როდესაც პირი თვითონ წარადგენს ასეთი მონაცემების შემცველ დოკუმენტს ან მისი წარდგენა ხდება სასამართლოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ;

თ ) არასრულწლოვნის მონაცემები - არასრულწლოვნის შესახებ წინამდებარე პუნქტში მითითებული მონაცემები მუშავდება, თუ მონაცემთა სუბიექტი არასრულწლოვანია;

ი ) არასრულწლოვნის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები - მხოლოდ მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე , გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა ;

კ ) გარდაცვლილი პირის მონაცემები - გარდაცვლილი პირის შესახებ წინამდებარე პუნქტში მითითებული მონაცემები მუშავდება , თუ მ ონაცემთა სუბიექტი გარდაცვლილია ;

ლ) სააგენტოში რეგისტრირებული და დაცული ზემოაღნიშნული მონაცემები, ასევე კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა პერსონალური მონაცემი, რასაც მონაცემთა სუბიექტი ან სხვა პირი/ადმინისტრაციული ორგანო თვითონ წარუდგენს სააგენტოს.

დამუშავების მიზანი

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი წინამდებარე დოკუმენტის მე -4 პუნქტში ჩამოთვლილ პერსონალურ მონაცემებს და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს ამუშავებენ ერთ - ერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული მიზნით :

ა) განცხადების მიღებისას ან/და გარიგებაზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებისას დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმდგენის ვინაობის დადგენის მიზნით, მათ შორის, კომუნიკაციის დისტანციური ელექტრონული საშუალების გამოყენებით დადებულ გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, პირთა ვინაობის დისტანციური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ელექტრონულ პლატფორმის მეშვეობით დადგენის მიზნით, ასევე, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების პროცესში მონაწილე პირების ვინაობის დადგენის მიზნით;

ბ ) განცხადებისა და სხვა წერილობითი კორესპონდენციის განხილვის , ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას , განმცხადებლის / ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მონაცემთა სუბიექტის შესახებ მონაცემების გადამოწმების მიზნით ;

გ ) სააგენტოში წარმოდგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებული პირების მონაცემების გადამოწმების მიზნით ;

დ ) სააგენტოს მიერ , კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეესტრებში უფლების / ვალდებულების / სუბიექტის / საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვის ან/და აკრძალვის / ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ან აღრიცხვის მიზნით ;

ე ) სააგენტოს მიერ რეგისტრირებული მონაცემებისა და სააგენტოში დაცული დოკუმენტაციის / ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ;

ვ ) სააგენტოს მიერ რეგისტრირებული მონაცემებისა და სააგენტოში დაცული დოკუმენტაციის / ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით შემდეგ ოფიციალურ ვებგვერდებზე :

ვ . ა ) napr.gov.ge;

ვ . ბ ) my.gov.ge;

ვ . გ ) maps.gov.ge;

ვ . დ ) slr.napr.gov.ge.

ზ ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან და სანოტარო ბიუროებიდან მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით ინფორმაციის ან / და დოკუმენტაციის გამოთხოვის შემთხვევაში ;

თ) დაინტერესებულ პირთან წერილობითი/ზეპირი კომუნიკაციის მიზნით, აგრეთვე მისთვის წარმოების მიმდინარეობისა და მისი დასრულების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად დაინტერესებული პირის მიერ მითითებული ტელეფონის ნომერი ასევე მუშავდება მისთვის სააგენტოს სახელით გაგზავნილი კორესპონდენციის ჩაბარების, დაინტერესებული პირის ვერიფიკაციისთვის სააგენტოს სახელით მოკლეტექსტური შეტყობინებების (გამომგზავნის სახელი - “Reestri”) გაგზავნის მიზნით, აგრეთვე დაინტერესებული პირის განცხადების/კორესპონდენციის განხილვის მიზნით, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოსთვის მისაწოდებლად;

ი ) ერთიან ელექტრონულ პორტალზე მონაცემთა სუბიექტისთვის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის - ელექტრონული მისამართის შექმნისა და მისი ადმინისტრირებისთვის ;

ი1) მონაცემთა სუბიექტის თანხმობით მის მიერ შერჩეული ბანკ(ებ)ისთვის საბანკო ანგარიშის გახსნის მოთხოვნისა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან ერთად, შესაბამისი ბანკ(ებ)ისთვის მისაწოდებლად;

კ ) „სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ აუდიომონიტორინგისა და ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესის“ შესაბამისად აუდიომონიტორინგისა და ვიდეომონიტორინგის განსახორციელებლად, მათ შორის, (1) უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მიერ გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმების პროცესის აუდიოვიდეოჩანაწერზე ასახვის მიზნით, (2) ხელმოწერის დამოწმებაზე უფლებამოსილი სააგენტოს თანამშრომლის თანდასწრებით, კომუნიკაციის დისტანციური ელექტრონული საშუალების გამოყენებით დადებულ გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმების პროცესის მიმდინარეობის აუდიოვიდეოჩანაწერზე ასახვის მიზნით, (3) სააგენტოში წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ზეპირი მოსმენის ან ადგილზე დათვალიერების ჩატარებისას საოქმო ჩანაწერის წარმოების მიზნით, (4) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პირებისათვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფისთვის სააგენტოს თანამშრომელსა და ფიზიკურ პირს შორის სატელეფონო კომუნიკაციის მონიტორინგის მიზნით;

ლ ) სააგენტოს მიერ ხარისხის მონიტორინგის მიზნით .

დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

„ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონის [1](https://napr.gov.ge/page/personal_data_processing#_ftn1) :

ა ) მე -5 მუხლის პირველი პუნქტის „ ა “, „ ბ “, „ გ “, „ დ “, „ ე “ , „ზ“ და „ კ “ ქვეპუნქტები :